logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: სააკაშვილს 6 წელი აქვს მისჯილი და აუცილებლად მოუწევს მოხდა
- +

14 მაისი. 2022. 15:47

 

 

„სააკაშვილს 6 წელი აქვს მისჯილი და აუცილებლად მოუწევს მოხდა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ პენიტენციური სამსახური საჭიროდ ჩათვლის სააკაშვილის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას, მას გადაიყვანენ.

 

„სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, მას 6 წელი აქვს მისჯილი და აუცილებლად მოუწევს მოხდა. სხვა საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს. თუ გადაყვანილია კლინიკაში და ასე ჩათვალა საჭიროდ შესაბამისმა სამსახურმა, რა თქმა უნდა, როდესაც საჭიროდ ჩათვლიან, რომ უნდა დაბრუნდეს რუსთავის დაწესებულებაში, მიიღებს ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner