logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ვიღაცები სააკაშვილთან შევიდნენ და არ აწყობდათ იმ დიაგნოზის გამოტანა, რაც სინამდვილეშია
- +

14 მაისი. 2022. 16:53

 

 

„ვიღაცები სააკაშვილთან შევიდნენ და არ აწყობდათ იმ დიაგნოზის გამოტანა, რაც სინამდვილეშია - ადამიანი თვითდაზიანებას ცდილობს და იმასაც კი არ აკეთებს, სიმულირებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნაზე.

 

„დიაგნოზი რომ არ იცით და ამხელა პანიკა გაქვთ აწეული ეს მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ ყველაფერი არის საპნის ბუშტივით. დიაგნოზიც კი არ იცით და ერთი კვირაა ამხელა კამპანია გაქვთ აწეული. რატომ არ იცით დიაგნოზი? იმიტომ, რომ ვიღაცები შევიდნენ და არ აწყობდათ იმ დიაგნოზის გამოტანა, რომელიც სინამდვილეში არსებობდა. სინამდვილეში კი, არავითარი პრობლემა არ არის. ადამიანი თვითდაზიანებას ცდილობს და იმასაც კი არ აკეთებს, სიმულირებს დღეების განმავლობაში. დიაგნოზი იმიტომ არ იცით, რომ არ გაწყობთ ეს დიაგნოზი. დიაგნოზის გარეშე რომ გაქვთ ერთკვირიანი კამპანია აწეული ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე,რომ ამ კამპანიას თავიდან ბოლომდე მხოლოდ პოლიტიკური შინაარსი აქვს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner