logo_geo
eng_logo
ესტონეთში NATO-ს მასშტაბური წვრთნები იწყება
- +

16 მაისი. 2022. 11:04

 

 

ესტონეთში დღეს NATO-ს მასშტაბური წვრთნები იწყება. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ უდიდეს წვრთნებში, კოდური სახელწოდებით „Hedgehog“, 14 ქვეყნის 15 000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.

 

ალიანსში აცხადებენ, რომ წვრთნები რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დაიგეგმა.

 

„ეს არის რეგულარული წვრთნები, რომლებიც დაგეგმილია რუსეთის სასტიკ და გაუმართლებელ შეჭრამდე უკრაინაში. NATO-ს წვრთნები არის თავდაცვითი, გამჭვირვალე და შეესაბამება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს“, - განაცხადა NATO-ს პრესსპიკერმა ოანა ლუნგესკუმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner