logo_geo
eng_logo
იოჰანა სუმუვუორი: ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა გვაძლევს შესაძლებლობას, განვაახლოთ ფინეთზე დისკუსიის ნაწილი NATO-ში წევრობის თაობაზე
- +

16 მაისი. 2022. 11:32

 

 

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა გვაძლევს შესაძლებლობას, განვაახლოთ ფინეთზე დისკუსიის ნაწილი NATO-ში წევრობის თაობაზე, – ამის შესახებ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, იოჰანა სუმუვუორიმ განაცხადა.

 

​მისივე თქმით, დღეს საგარეო საკითხთა საბჭო სხვადასხვა საკითხის განსახილველად შეიკრიბება.

 

„პირველი თემა არის დასავლეთ ბალკანეთი და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მინისტრებთან. ვფიქრობ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე და ფინეთი, რა თქმა უნდა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დიდი მხარდამჭერია. ფინეთი ასევე ფიქრობს, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაუყოვნებლივი დაწყება“, – აღნიშნა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივანმა.

 

ამასთან, მან უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

 

„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ სიტუაცია კანადისა და უკრაინის მინისტრებთან. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ გავაგრძელოთ მხარდაჭერა უკრაინისადმი და ასევე ჰუმანიტარული დახმარება ქვეყანაში. ეს შეხვედრა, რა თქმა უნდა, გვაძლევს შესაძლებლობას, განვაახლოთ ფინეთზე დისკუსიის ნაწილი NATO-ში წევრობის თაობაზე. ფინეთის მთავრობამ NATO-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებაზე გადაწყვეტილება გუშინ ოფიციალურად გამოაცხადა და ფინეთის პარლამენტი დღეს განიხილავს“, – განაცხადა იოჰანა სუმუვუორიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner