პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე დღეს გამოცხადებულ განაჩენის პოლიტიკურ დევნად შეფასება სრულიად უსაფუძვლოა ამის უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აღარავის სჯერა.
„მათი მხრიდან, ე.წ. პოლიტიკურ დევნაზე საუბარი უკვე მიუღებელია, მათ შორის, ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ინსტიტუციებისთვისაც. სასამართლომ ამ რადიკალურ ოპოზიციასა და მედიასაშუალებებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ „რუსთავი 2-ს“ კანონიერად ფლობდნენ, პრაქტიკულად, სავიზიტო ბარათი გადასცა, რომლითაც დადგინდა, რომ ისინი არაკანონიერად ფლობდნენ ამ მედიასაშუალებებს. ამ ფონზე, ბუნებრივია, რომ აღარავინ დაიჯერებს რაიმე ტიპის პოლიტიკურ დევნაზე საუბარს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.