პოლიტიკოსებმა „მთავარი არხის“ დამფუძნებლისთვის, ნიკა გვარამიასთვის გამოტანილი განაჩენი შეაფასებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი მიიჩნევს, რომ საქმეს ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს.
„სარჩელი იყო ინიცირებული „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის მიერ, „რუსთავი 2“-ის ინტერესების დაზიანებაზე. რა შუაშია ხელისუფლება? ნიკა გვარამია რომ არ იქნება „მთავარი არხი“ გაქრება თუ რა მოხდება?“ - ამბობს დავითულიანი.