logo_geo
eng_logo
მელანი ჟოლი: კანადის მიზანია, რომ პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყოს, რომელიც ფინეთისა და შვედეთის გასაწევრიანებლად რატიფიკაციას განახორციელებს
- +

16 მაისი. 2022. 16:10

 

 

„კანადის მიზანია, რომ პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყოს, რომელიც ფინეთისა და შვედეთის გასაწევრიანებლად რატიფიკაციას განახორციელებს“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჟოლიმ.

 

მისი თქმით, პარტნიორებთან ერთად იმუშავებენ, რათა მათაც სწრაფად შეძლონ პროცედურების წარმართვა.

 

„ჩვენ უნდა რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით იზოლირება მოვახდინოთ. სანქციებთან დაკავშირებით კანადა ევროკავშირთან აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენ ვართ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების მომხრე და უფრო მეტიც, მათი სწრაფად გაწევრიანება უნდა მოხდეს. კანადას ბევრი რამ აქვს საერთო ფინეთთან და შვედეთთან. ჩვენ ღირებულებები გვაკავშირებს. კანადის მიზანია, რომ პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყოს, რომელიც ფინეთისა და შვედეთის გასაწევრიანებლად რატიფიკაციას განახორციელებს. ჩვენ ამის გაკეთება რამდენიმე დღეში შეგვიძლია. ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა მათაც სწრაფად შეძლონ პროცედურების წარმართვა“, - განაცხადა მელანი ჟოლიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner