logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის
- +

16 მაისი. 2022. 16:35

 

 

„პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის, თუ გარემო ფაქტორები შეიცვლება, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა, ამ გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, დღევანდელ ვითარებაში ამას არ აქვს წინაპირობა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მოსახლეობას პრობლემა არ აქვს.

 

„ჩვენთვის მთავარია მოსახლეობისთვის იყოს პურის ხელმისაწვდომობა და ასევე იყოს ხელმისაწვდომი ფასები. ფასის გაზრდა არ არის მთავრობის ინტერესში და არ არის საზოგადოების ინტერესში, ამიტომ ხელოვნური ბარიერების შექმნა ფქვილის იმპორტის შემთხვევაში მიუღებელია. მთავარია, ჩვენ გვქონდეს დეტალური მონიტორინგი იმისა, რომ მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა და ეს ასეც იქნება, ამაზე პასუხისმგებლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს და ვფიქრობ, რომ კარგად ართმევენ თავს.

 

საქართველო დღეს არის ტრანზიტული ქვეყანა, რომლის საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დაინტერესებულია ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნები. ჩვენს კორიდორში ხორბალი მოძრაობს და აქედან გამომდინარე ის უსაფრთხოების საკითხები, რომელზეც ვსაუბრობთ, გათვალისწინებულია და ქვეყანას არ აქვს პრობლემა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner