„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან პრემიერ-მინისტრი ჩვენს მიერ შევსებული კითხვარის პარალელურად უკვე თავად, პირადად შესაბამის ლიდერებთან ისაუბრებს იმ მნიშვნელობაზე, რაც უნდა ჰქონდეს ჩვენს მონაწილეობას ამ პროცესში“, - ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება შეხვედრები ევროპარლამენტის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვანი, მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან ევროკომისიაში. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნატოს შტაბ-ბინაში გენერალურ მდივანთან შეხვედრაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილო ამ ვიზიტის, რომელსაც ექნება დამატებითი იმპულსების ჩვენი საგარეო პოლიტიკის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართულებით“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.