logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ჩემთვის, კარლ ბილდტი არის კრიმინალი, რომელიც სააკაშვილისა და მისი პარტიის პარტნიორია
- +

17 მაისი. 2022. 14:03

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტს კრიმინალი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტია.

 

„ჩემთვის, კარლ ბილდტი არის კრიმინალი, რომელიც სააკაშვილისა და მისი პარტიის პარტნიორია. ის წლების განმავლობაში ლობირებდა მის ინტერესებს, კრიმინალი სააკაშვილის ინტერესებს“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

 

მან ნიკა გვარამიას საქმეზე საერთაშორისო გამოხმაურებების შესახებ ისაუბრა.

 

„ეს მოსალოდნელი იყო, ჩვენ ეს გამოვიარეთ 2017 წელს „რუსთავი 2“-ის თემაზე, ამოიღეთ მესიჯები ენჯეოშნიკების, ცნობილი ჟურნალისტების, ევროპარლამენტარების, სენატის წარმომადგენლებისგან, ფასიანი ლობისტებისგან, ერთი ერთში ემთხვევა დღევანდელ მესიჯებს, რომ „ეს არის დემოკრატიის დასასრული“, „დიქტატურა მყარდება“, „მედია აღარ არსებობს“, შემდეგ, როგორც კი სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სასამართლოს ყველა ინსტანციაზე სამართლიანი სასამართლოს უფლება იყო დაცული, ხმა არ ამოუღია არც ერთს, გაქრნენ საერთოდ, ზუსტად იგივე სცენარია ახლაც“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner