საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრა, მთავრობის მეთაურისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვედრას იმედისმომცემსა და ძალიან საინტერესოს უწოდებს.
„ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. როგორც ცნობილია, ქალბატონი პრეზიდენტი ძალიან ღიად საუბრობს ჩვენი ქვეყნების ევროპულ პერსპექტივაზე. ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრა იყო ძალიან იმედისმომცემი და ძალიან საინტერესო“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.