logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი პრემიერისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის შეხვედრაზე: ქალბატონი პრეზიდენტი ძალიან ღიად საუბრობს ჩვენი ქვეყნების ევროპულ პერსპექტივაზე - შეხვედრა ძალიან იმედისმომცემი და საინტერესო იყო
- +

17 მაისი. 2022. 18:41

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრა, მთავრობის მეთაურისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვედრას იმედისმომცემსა და ძალიან საინტერესოს უწოდებს.

 

„ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. როგორც ცნობილია, ქალბატონი პრეზიდენტი ძალიან ღიად საუბრობს ჩვენი ქვეყნების ევროპულ პერსპექტივაზე. ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრა იყო ძალიან იმედისმომცემი და ძალიან საინტერესო“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner