logo_geo
eng_logo
ნედ პრაისი: საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ - ჩვენი ამოცანის ნაწილია გავაგრძელოთ საქართველოსთან პარტნიორობა
- +

18 მაისი. 2022. 00:56

 

 

ჩვენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

 

„როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ-ს კარგი შესაძლებლობები აქვს, რათა წაახალისოს საქართველო რეფორმების გზაზე, წაახალისოს საქართველო, განახორციელოს გარკვეული გაუმჯობესება“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

ნედ პრაისის თქმით, საქართველოს მისწრაფებები უეცრად არ განხორციელდება და მათი რეალიზება შეუძლებელია ერთი წლის ან ერთი ათწლეულის განმავლობაში.

 

„ამას მძიმე შრომა სჭირდება. ამას მოთმინება სჭირდება. განხორციელებას მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ჩვენი ამოცანის ნაწილია გავაგრძელოთ საქართველოსთან პარტნიორობა და ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერა. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან“, - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner