დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება.
საქართველო მადრიდის სამიტისთვის NATO-ელ პარტნიორებთან ერთად ემზადება. 2022 წლის ივნისის სამიტზე ალიანსის ასპირანტი სახელმწიფო მიწვეულია. NATO-ში საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად ახალ ნაბიჯებზე და რუსეთიდან მომავალი საფრთხეების ფონზე მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი NATO-ში შეხვედრაზე ქვეყნის მთავარ პრიორიტეტზე - NATO-ში გაწევრიანებაზე გააკეთებს აქცენტს.