„აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნის ვიზიტი საქართველოში, მაშინ, როდესაც რეგიონში რუსეთის უპრეცედენტო აგრესიასთან გვაქვს საქმე, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
„ამით ხდება ხაზგასმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის, აგრეთვე აქცენტი კეთდება იმაზე, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შეხვედრების განმავლობაში საუბარი შეეხება უახლოეს მომავალში დაგეგმილ ნატოს მადრიდის სამიტს, ასევე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა ტალიაშვილმა.
დღეს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე ეწვევა.