logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი გვარამიაზე: სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ მას უნდა დავემორჩილოთ, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა
- +

18 მაისი. 2022. 12:07

 

 

„სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ მას უნდა დავემორჩილოთ, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

„სასამართლომ განსაჯა საქმე და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც შევიდა ძალაში და ჩვენ მას უნდა დავემორჩილოთ, ეს ვინმეს მოსწონს თუ არა. რაც ახლა ხდება, ეს აჟიოტაჟი, მერამდენე ტალღაა ამგვარი ე.წ. აღშფოთების, კაცმა არ იცის, მე-10, მე-20. მუდმივი მუქარები, შანტაჟი, რომ ადამიანები გაექცევიან პარლამენტს და დატოვებენ მანდატებს, არ მუშაობს“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner