logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილზე: არაფერი ისეთი არ გამოვლენილა, ლოგიკურად რამენაირად ახსნას მოთხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით
- +

18 მაისი. 2022. 12:09

 

 

„რაიმე საგანგაშო ვითარება გამოვლენილი ნამდვილად არ არის. არაფერი ისეთი არ გამოვლენილა, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მოთხოვნას, ლოგიკურად რამენაირად ახსნას მოთხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ეს არის ალბათ მთავარი ფაქტორი, რომლის ირგვლივაც უნდა გვქონდეს მსჯელობა, როდესაც ვაფასებთ ოპოზიციის მოთხოვნას, რომელიც პრაქტიკულად თვითმიზნად იქცა - უცხოეთში გაყვანა, მიუხედავად იმისა, ამის საჭიროება არსებობს თუ არ არსებობს. ეს, რა თქმა უნდა, ამხელს ოპოზიციის რეალურ ჩანაფიქრს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner