„რაიმე საგანგაშო ვითარება გამოვლენილი ნამდვილად არ არის. არაფერი ისეთი არ გამოვლენილა, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მოთხოვნას, ლოგიკურად რამენაირად ახსნას მოთხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის ალბათ მთავარი ფაქტორი, რომლის ირგვლივაც უნდა გვქონდეს მსჯელობა, როდესაც ვაფასებთ ოპოზიციის მოთხოვნას, რომელიც პრაქტიკულად თვითმიზნად იქცა - უცხოეთში გაყვანა, მიუხედავად იმისა, ამის საჭიროება არსებობს თუ არ არსებობს. ეს, რა თქმა უნდა, ამხელს ოპოზიციის რეალურ ჩანაფიქრს“, - განაცხადა სარჯველაძემ.