საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეხვედრა დღეს გაიმართება. ამის შესახებ აღნიშნულია NATO-ს ვებგვერდზე განახლებულ ინფორმაციაში.
„იენს სტოლტენბერგი 18 მაისს მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს“, – აღნიშნულია NATO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის შესახებ ფოტო-ვიდეომასალა NATO-ს ვებგვერდზე გავრცელდება.
ამასთან, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმებული იყო.