logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: სტოლტენბერგისა და ღარიბაშვილის შეხვედრის დროებით გადადებაზე „ნაცმოძრაობის“ განცხადებებს პოლიტიკურ ენაზე საკუთარი სახელმწიფოს მიმართ ღალატი ჰქვია
- +

19 მაისი. 2022. 12:54

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ NATO-ს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროებით გადადების თაობაზე რა განცხადებებიც გააკეთა, პოლიტიკურ ენაზე ამას საკუთარი სახელმწიფოს მიმართ ღალატი ჰქვია.

 

როგორც საქართველოს პირველ არხს მაჭარაშვილმა განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ომისა და ღალატის პარტია პოლიტიკურ პროცესებში საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოღალატეობრივი პოზიციის გამო დაერქვა.

 

„ეს იმიტომ ჰქვიათ, რომ საკუთარ ქვეყანას ღალატობენ. როცა პოლიტიკაში ასეთ მოღალატეობრივ პოზიციებს იჭერ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ, ბუნებრივია, ღალატის პარტია დაგერქმევა. როცა ოპოზიციაში ხარ და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ თუნდაც ცრუ ინფორმაციის გავრცელება გიხარია, ასეთი ადამიანების მიმართ საზოგადოება პოზიტიურად განწყობილი ვერ იქნება. „ომის პარტიამ“ და მისმა მომხრეებმა პოზიტიურ ინფორმაციად მიიღეს ის ინფორმაცია, რომ NATO-ს გენერალური მდივნისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა შეიძლება, გაუქმებულიყო. არ შეიძლება, ლამის მეორედ მოსვლად გაასაღო ჩვეულებრივი პროტოკოლური საკითხი, როცა ადამიანი შეუძლოდ გახდა. საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიცია უცხოეთში დადის და ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას ნეგატივი ჰქონდეს. ხელს უშლიან პროცესებს, რომ სახელმწიფოს წარმატება ჰქონდეს, რასაც ხალხი ძალიან კარგად ხედავს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner