logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: დერეფნებში არ მინახავს ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ასეთ აქტივობებს აქვს ადგილი
- +

20 მაისი. 2022. 12:20

 

 

„დერეფნებში არ მინახავს ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ასეთ აქტივობებს აქვს ადგილი, ვფიქრობ, ეს ვერ იქონიებს გავლენას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გაცხადებული აქვს თავისი ნება, რომ ევროკავშირის წევრობა უნდა. სერგეენკოს განცხადებით, სტატუსთან დაკავშირებით ფორმალური ნაწილები გავლილია და ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილებების ჯერია.

 

„რაც შეეხება ოპოზიციის მცდელობებს, სიმართლე გითხრათ, დერეფნებში არ მინახავს ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ასეთ აქტივობებს აქვს ადგილი და ვფიქრობ, ეს ვერ იქონიებს გავლენას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ათი წლის განმავლობაში, რაც პოლიტიკაში ყოფნა მომიწია, სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები მინახავს, როცა ერთ რამეს ამბობენ და საქმეში სხვა რამეს, ოპოზიციის ერთადერთი სურვილია, ხელისუფლებაში მოსვლა და ძალაუფლების მოპოვება. სამწუხაროდ, ხშირად, ისინი ამ გზაზე წითელ ხაზს და აკრძალვას არ ავლებენ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა: „ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის დერეფნებში დადიან და იმ დერეფნებში, როგორც ვიზა-ლიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ზუსტად იმავეს აკეთებენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner