logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე: მაშინ, როდესაც ჩვენ გვჭირდება საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაგალითად მიიღონ რეზოლუცია, სადაც საქართველო იქნება გაკრიტიკებული
- +

20 მაისი. 2022. 14:56

 

 

„გვყავს მეგობრები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ევროპარლამენტში და ჩვენც გვიზიარებენ ინფორმაციას მათი საუბრების შესახებ - შესაბამისად, არ არის ასეთი რთული გაიგო, თუ შინაარსის შეხვედრებს ატარებენ და რა თხოვნებით დადიან“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

„მაშინ, როდესაც ჩვენ გვჭირდება საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაგალითად მიიღონ რეზოლუცია, სადაც საქართველო იქნება გაკრიტიკებული ან მიიღონ განცხადებები, რომელშიც საქართველოს მხოლოდ კრიტიკა იქნება. გულსატკენია, როცა ჩვენი მოლდოველი და უკრაინელი კოლეგები, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც კი გაერთიანებულები არიან და ერთად იბრძვიან, რომ მათ ქვეყნებთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწვეტილება იყოს მიღებული - სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავთ ჩვენს შემთხვევაში. პირიქით, ყველა ძალისხმევა იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანა იყოს გაკრიტიკებული“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

მმართველი პარტია ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები განმარტავენ, რომ ოპოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესებს შეგნებულად ვნებს იმისათვის, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიენიჭოს. უმრავლესობა გასულ წლებსაც იხსენებს და განმარტავს, რომ ოპოზიცია ანალოგიურად მოქმედებდა მაშინაც, როდესაც საქართველო უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ელოდებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner