logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: პოდოლიაკები და მსგავსი ღირებულების მქონე ადამიანები ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებენ, მათი ბრალდებები ომს ვერ გახსნის საქართველოში
- +

20 მაისი. 2022. 14:59

 

 

„პოდოლიაკები და მსგავსი ღირებულების მქონე ადამიანები ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებენ, მათი ბრალდებები ომს ვერ გახსნის საქართველოში, ჩვენს ქვეყანას ომი არ სჭირდება, სჭირდება განვითარება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

მისი თქმით, პოდოლიაკი არის რიგითი, რომელიც უკრაინის ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვდა, რადგან თავის დროზე რუსული პოლიტიკის გამტარებლის, იანუკოვიჩის მრჩეველი იყო.

 

„მან თქვა, რომ მისთვის მთავარია ფული გადაუხადონ და იმ პოზიციას დაიჭერს. ასეთი ადამიანის განცხადება უინტერესოა. ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ და ვამბობთ, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, რადგან ჩვენ ეს 2008 წელს გამოვცადეთ. ვერც პოდოლიაკები და ვერც მსგავსი ღირებულების მქონე ადამიანები ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებენ, რაც არ უნდა ეცადონ. მათი ბრალდებები, სისულელეები და შტერობები ომს ვერ გახსნის საქართველოში, ჩვენი ქვეყნიდან მეორე ფრონტი არ იქნება, ამას ვერ მიაღწევენ, ვინც არ უნდა იყოს. ჩვენს ქვეყანას ომი არ სჭირდება, განვითარება სჭირდება. ვინც არ უნდა გაბრაზდეს, რა პრეტენზიებიც არ უნდა წამოაყენონ ჩვენი ქვეყნისა და ლიდერების მიმართ, ეს არის მეათეხარისხოვანი, რადგან პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს უკრაინის მთავრობაში. თავის დროზე ვაფრთხილებდით პოროშენკოს, შემდეგ თმებით რომ ითრევდა და ციხე-ციხე დაატარებდა, იგივე ვუთხარით ზელენსკისაც. მისი გადასაწყვეტია, ამ ყველაფერს გაითვალისწინებდა თუ არა.

 

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, მის ტერიტორიულ მთლიანობას. დანარჩენი, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან, უმნიშვნელოა, რადგან დღეს არიან, ხვალ არ იქნებიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner