logo_geo
eng_logo
ვიქტორ დოლიძე: მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს გენერალურ მდივანს ფიზიკური მდგომარეობა არცთუ ისე კარგი ჰქონდა, რეზიდენციაში შეხვედრის გამართვა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მნიშვნელობაზე
- +

20 მაისი. 2022. 18:19

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს გენერალურ მდივანს ფიზიკური მდგომარეობა არც თუ ისე კარგი ჰქონდა, რეზიდენციაში ამ შეხვედრის გამართვა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მნიშვნელობაზე, როგორც ქვეყნის და ამავე დროს შეხვედრის მნიშვნელობაზე, რომელიც პრემიერსა და NATO-ს გენმდივანს შორის შედგა“, - ამის შესახებ NATO-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკას“ ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე საუბრისას განუცხადა.

 

მისი თქმით, NATO-ს სამიტამდე ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

 

„განვიხილეთ NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, საქართველოს როლი ახალ კონცეფციაში და NATO-ს ღია კარის პოლიტიკა. განვიხილეთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები, გაძლიერებული დახმარების აღმოჩენა საქართველოსთვის. ვიმსჯელეთ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ძალიან დიდი სპექტრზე იმ საკითხების, რასაც პრემიერ- მინისტრი იხილავს გენერალურ მდივანთან და მოკავშირეებთან. ეს შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner