„მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს გენერალურ მდივანს ფიზიკური მდგომარეობა არც თუ ისე კარგი ჰქონდა, რეზიდენციაში ამ შეხვედრის გამართვა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მნიშვნელობაზე, როგორც ქვეყნის და ამავე დროს შეხვედრის მნიშვნელობაზე, რომელიც პრემიერსა და NATO-ს გენმდივანს შორის შედგა“, - ამის შესახებ NATO-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკას“ ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, NATO-ს სამიტამდე ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„განვიხილეთ NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, საქართველოს როლი ახალ კონცეფციაში და NATO-ს ღია კარის პოლიტიკა. განვიხილეთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები, გაძლიერებული დახმარების აღმოჩენა საქართველოსთვის. ვიმსჯელეთ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ძალიან დიდი სპექტრზე იმ საკითხების, რასაც პრემიერ- მინისტრი იხილავს გენერალურ მდივანთან და მოკავშირეებთან. ეს შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.