logo_geo
eng_logo
ელჩი დავით ზალკალიანი ამერიკელ სენატორებს ლინდსი გრემსა და ბენ კარდინს შეხვდა
- +

21 მაისი. 2022. 10:41

 

 

აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა შეხვედრები გამართა ამერიკელ სენატორებთან ლინდსი გრემთან და ბენ კარდინთან.

 

სენატორ ბენ კარდინთან შეხვედრაზე, ელჩმა მადლობა გადაუხადა სენატორს აშშ-ის და მისი პირადი მხარდაჭერისთვის საქართველოსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას. ელჩმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის 30-წლიანი თანამშრომლობა გადაიზარდა საერთო ფასეულობებზე დაფუძნებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაში.

 

სენატორმა კარდინმა მადლობა გადაუხადა ელჩს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ განიხილავს მას როგორც პირად მეგობარსა და საქართველოს - როგორც ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს. სენატორმა ბენ კარდინმა ელჩს კიდევ ერთხელ დაუდასტურა და აღუთქვა აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესი და პირადად სენატორი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ საფრთხეებზე. ელჩმა სენატორს მიმართა თხოვნით საქართველოს მხარდამჭერი აქტის კანონად ქცევის პროცესში, რაზეც მან სენატორის თანხმობა მიიღო.

 

სენატორ ლინდსი გრემთან შეხვედრაზე, ელჩმა მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ. ელჩმა სენატორს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს მხარდამჭერ ქმედებებზე უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. მხარეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, როგორიცაა აშშ-ის ფისკალური წლის საბიუჯეტო კანონი და თავდაცვის ეროვნული ავტორიზაციის აქტი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მხარდამჭერი აქტის პერსპექტივას, კერძოდ შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ პროცესს ექნება განგრძობითი ხასიათი აშშ-ის სენატში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner