logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ჩემთვის წარმოუდგენელი იქნება, რომ აშშ-მა სხვა ქვეყნის მოსამართლეს რაღაც სანქციები დაუწესოს, იმიტომ რომ მას შეიძლება არ მოსწონდეს გადაწყვეტილება
- +

21 მაისი. 2022. 15:17

 

 

„ჩემთვის წარმოუდგენელი იქნება, რომ აშშ-მა სხვა ქვეყნის მოსამართლეს რაღაც სანქციები დაუწესოს, იმიტომ რომ მას შეიძლება არ მოსწონდეს გადაწყვეტილება. ეს უბრალოდ გამორიცხულია“, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში სავარაუდოდ, აღარ გაემგზავრება.

 

„ოპოზიციურად განწყობილი მედია ამაზე დიდ, გრანდიოზულ ინტერპრეტაციებს სთავაზობს საზოგადოებას. ეს არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელიც კი ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც აშშ არის. აშშ-ისთვის უმნიშვნელოვანესია არადისკრიმინაციული და სამართლებრივად გამართული ნაბიჯების გადადგმა, ამიტომ არა მგონია, რომ მათთვის ასეთი ნაბიჯების გადადგმის დაბრალება იყოს რელევანტური და ლოგიკური. ჩემთვის წარმოუდგენელი იქნება, რომ აშშ-მა სხვა ქვეყნის მოსამართლეს რაღაც სანქციები დაუწესოს, იმიტომ რომ მას შეიძლება არ მოსწონდეს გადაწყვეტილება. ეს უბრალოდ გამორიცხულია“, - აცხადებს სარჯველაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner