„მივმართავთ რადიკალურ ოპოზიციას, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, საჯაროდ დასმულ კითხვებს მმართველი გუნდი საჯაროდვე გასცემს პასუხს.
„იგივეს ველით თქვენ მიერ დაქირავებული ლობისტებისგანაც. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მათ ფულს უხდით თუ რაიმე სხვა ფორმით ემუშავებით, ვხედავთ, რომ უცხოელებსაც აქვთ უკმაყოფილების განცდა, რომელზეც ისინი საჯაროდ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე, ხშირად მიგვანიშნებენ, თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტებს ვერც მათგან ვისმენთ. გვაინტერესებს, რატომ ჰგავს მათი და ნაციონალების რიტორიკა ერთმანეთს. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, მათაც ჩამოეთვალათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება უკეთ გაიგებდა, რა არის მათი რეალური სურვილი და განზრახვა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.