რიოს ოლიმპიადის ლიცენზირებულმა მოცურავემ, ირაკლი ბოლქვაძემ ოლიმპიადა სისხლში აკრძალული პრეპარატის აღმოჩენის გამო დატოვა. ბოლქვაძემ საწყალოსნო ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად პრეკონფერნცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ აკრძალული პრეპარატი არასდროს მიუღია და აღნიშნა, რომ ამას განმეორებითი სინჯის პასუხიც ადასტურებს.
„ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე გავიგე, რომ რიოში ვერ წავიდოდი, რადგან დოპინგ ტესტზე ამოვიდა პასუხი, თითქოს მიღებული მქონდა აკრძალული პრეპარატი. ეს ყველაფერი ჩემთვის იყო სრული შოკი, ამიტომ სასწრაფოდ გავგზავნეთ მეორე სინჯი. მოვიდა პასუხი, რომ სუფთა ვიყავი.
მე ვემზადებოდი 4 წლის განმავლობაში ოლიმპიადისთვის. მინდოდა, რომ ჩემი ქვეყანა მესახელებინა, მაგრამ არ გამოვიდა. ყველას ბოდიშს ვუხდი, რომ ესეთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა. არ მინდა, ვინმეზე კონკრეტულად ვისაუბრო და წინასწარი დასკვნები ვაკეთო. კიდევ ერთხელ ვამბობ, აკრძალული პრეპარატი არ მიმიღია. 10 წლიდან ვცურავ და არასდროს არ მიფიქრია, რომ რამე აკრძალული პრეპარატი მიმეღო", -აღნიშნა ირაკლი ბოლქვაძემ.