logo_geo
eng_logo
ჯორჯ სოროსი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი შეიძლება იყოს
- +

24 მაისი. 2022. 22:58

 

 

ამერიკელი მილიარდერისა და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი შეიძლება ყოფილიყო, ამიტომ თავისუფალი ცივილიზაციის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზა დასავლეთის მიერ ვლადიმირ პუტინის ძალების დამარცხებაა.

 

„[რუსეთის] შეჭრა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი შეიძლება ყოფილიყო და ჩვენი ცივილიზაცია შეიძლება ვერ გადაურჩეს მას. ჩვენი ცივილიზაციის შენარჩუნების საუკეთესო და ალბათ ერთადერთი გზა პუტინის რაც შეიძლება მალე დამარცხებაა“, - აღნიშნა სოროსმა.

 

ჯორჯ სოროსის აზრით, პუტინი ახლა მიიჩნევს, რომ უკრაინაში შეჭრა შეცდომა იყო და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებისთვის ემზადება.

 

„მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა მიუღწეველია, რადგან მისი [პუტინის] ნდობა შეუძლებელია. რაც უფრო სუსტდება პუტინი, მით უფრო არაპროგნოზირებადი ხდება“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner