logo_geo
eng_logo
ამერიკული მედია: აშშ-ში, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირი ჯორჯ ბუშის მკვლელობის სავარაუდო შეთქმულებაში მონაწილეობისთვის დააკავეს
- +

24 მაისი. 2022. 23:30

 

 

აშშ-ში, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირი ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მკვლელობის სავარაუდო შეთქმულებაში მონაწილეობის გამო დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, იდენტიფიცირებული, როგორც შიჰაბ აჰმედ შიჰაბი, დაკავებულია და მალე ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსდგება, სადაც მას შეთქმულებაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს წარუდგენენ.

 

„აშშ-ის საიდუმლო სამსახური სერიოზულად ეკიდება ყველა საფრთხეს. ოპერატიული უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, საიდუმლო სამსახური არ განიხილავს საჯაროდ იმ საშუალებებსა და მეთოდებს, რომელიც გამოიყენება ჩვენი საქმიანობისას“, - აღნიშნა საიდუმლო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტივ კოპეკმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner