საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი მალე უნდა მიიღოს.
თავის გერმანელ კოლეგასთან ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, კოლონამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს.
„ჩვენ სწრაფად უნდა მივიღოთ სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს რუსული ნავთობის იმპორტის პროგრესულ დასრულებას“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, კოლონამ აღნიშნა, რომ იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცდება