„ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ძირი გამოუთხაროს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და ზეგავლენა მოახდინოს რომელიმე ინსტიტუტზე“, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის შესახებ დასმულ კითხვას.
„ეს არის ძალიან საშიში მოვლენა, თუკი ეს ადამიანები ამას ბედავენ. მათ არ აქვთ არანაირი არც მორალური, არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი უფლება გააჩნიათ, რომ ამ კატეგორიებით ისაუბრონ. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ძირი გამოუთხაროს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და ზეგავლენა მოახდინოს რომელიმე ინსტიტუტზე“, - აცხადებს ოხანაშვილი.