logo_geo
eng_logo
„სტარტაპ საქართველოს“ ბიზნესიდეების ფინალისტები აგვისტოს ბოლოს უცხოელი ინვესტორების წინაშე წარსდგებიან
- +

15 აგვისტო. 2016. 15:46


 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით ხელისუფლებამ 2 თვის წინ დაიწყო საქარტველოს მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი „სტარტაპ საქართველო". მისი თქმით, „სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების ფინალისტები აგვისტოს ბოლოს უცხოელი ინვესტორების წინაშე წარსდგებიან.

 

„ჩვენ განაცხადებს ვიღებდით 2 მიმართულებით - ინოვაციური პროექტები და მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროექტები. საბოლოო ჯამში, 700 განაცხადზე მეტი შემოვიდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, მათ შორის, 140 განაცხადზე მეტი იყო მაღალტექნოლოგიური, ინივაციური განაცხადები, რომლებსაც აფასებს ჟიური, რომელიც შედგება სილიკონ ველის წარმომადგენელი ექსპერტებისგან. მათი ძირითადი ამოცანაა, რომ პროექტებში ნახონ ის გლობალური განვითარების პოტენციალი, რომელიც ინოვაციურ პროექტებს ახასიათებთ. მეორე ეტაპი გადალახა 51-მა პროექტმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროექტებს თავისი შინაარსით შეუძლიათ, მსოფლიო ბაზარზე კომერციალიზაცია და რამდენიმე ათეული მილიონის საინვესტიციო პოტენციალის ან გაყიდვების შექმნა", - განაცხდა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


მისივე თქმით, იმისთვის, რომ ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობების შექმნა მომხდარიყო, ამერიკიდან ტრენერთა ჯგუფი ჩამოიყვანეს, რომელიც უკვე ასწავლის და დაეხმარება 51 კომპანიას 5 დღის განმავლობაში.

 

„ახლა გადავდივართ მნიშვნელოვან ფაზაზე, როდესაც ჩვენ უკვე მესამე ეტაპზე გამარჯვებულები უნდა გამოვავლინოთ. იმისთვის, რომ ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობების შექმნა მოხდეს, ჩვენ ჩამოვიყვანეთ ამერიკიდან ტრენერთა ჯგუფი, რომელიც უკვე ასწავლის და დაეხმარება 51 კომპანიას 5 დღის განმავლობაში თუ რა აქვთ გასასწორებელი თავიანთ პროექტებში, ასევე თუ როგორ უნდა მოახდინონ თავიანთი პრეზენტაციების წარდგენა ჟიურის, ინვესტორების წინაშე. 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ჩვენ გვექნება ფინალური ეტაპი, როდესაც ჟიური ინვესტორებთან ერთად, რომლებიც ასევე ამერიკიდან ჩამოგვყავს, საბოლოო პრეზენტაციებს მოისმენენ და შესაბამისად, ჩვენ გამარჯვებულები გვეყოლება. დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ვნერგავთ ახალ კულტურას და ვამბობთ, რომ მხოლოდ იდეა და ფული არ არის საკმარისი, ამას სჭირდება სწორი მიწოდება და პროცესი იმისთვის, რომ იდეა და დაფინანსება კონკრეტულ საქმეში გადაიზარდოს. 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით აქ იქნებიან ინვესტორები, რომლებიც მზად არიან ჩადონ თანხა, რათა ამ იდეებმა მიიღონ გლობალური კომერციალიცაზიის შესაძლებლობა", - განაცხდა ქუმსიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner