logo_geo
eng_logo
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ელექტრონული რეცეპტების სისტემის მოქმედების პირველ ფაზას გაეცნო
- +

15 აგვისტო. 2016. 16:02



ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ელექტრონული რეცეპტის სისტემის მოქმედების პირველ ფაზას საოჯახო მედიცინის ცენტრ „მედსიში" გაეცნო. 
მინისტრის მოადგილე ცენტრის სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა და პირადად მათგან მიიღო ინფორმაცია, რა შეცვალა ელექტრონული რეცეპტის ამოქმედებამ და რამდენად მოქნილი გახდა მომსახურება ამ სისტემაზე გადასვლის შემდეგ. ნინო ბერძული ელექტრონული რეცეპტის გაცემის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციასაც გაეცნო.
კლინიკის მენეჯერის განცხადებით, ელექტრონული რეცეპტის ამოქმედებამ ექიმებს დანიშნულების მარტივად და ოპერატიულად გამოწერის შესაძლებლობა მისცა.
მისივე თქმით ახალი სისტემის ამოქმედებიდან დღემდე 400-ზე მეტი ელექტრონული რეცეპტი გაიცა. 
ამ დროისთვის ახალ სისტემაზე გადასვლა ნებაყოფლობით, შემდგომში კი სავალდებულო წესით მოხდება. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner