logo_geo
eng_logo
MI6-ის ექს-შეფი: თუ ჩემი თეზისი დადასტურდება და პუტინი სანატორიუმში გაუჩინარდება, სავარაუდოდ, მისი შემცვლელი ჩეკისტი პატრუშევი იქნება
- +

28 მაისი. 2022. 12:54

 

 

ბრიტანეთის დაზვერვის (MI6) ყოფილმა ხელმძღვანელმა რიჩარდ დირლოვმა განაცხადა, რომ პუტინი მალე დატოვებს თანამდებობას და მას უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი შეცვლის.

 

დირლოვის თქმით, პუტინს სანატორიუმში გადაიყვანენ, საიდანაც რუსეთის ლიდერი აღარ გამოვა.

 

„თუ ჩემი თეზისი დადასტურდება და პუტინი სანატორიუმში გაუჩინარდება, სავარაუდოდ, მისი შემცვლელი ჩეკისტი პატრუშევი იქნება“, - განაცხადა დირლოვმა.

 

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ 2023 წელს პუტინი მოკვდება, მაგრამ მან არ დაასახელა მისი სავარაუდო „სიკვდილის“ მიზეზები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner