ნიგერიაში საქველმოქმედო ღონისძიების დროს, ჭყლეტაში 31 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლთა უმრავლესობა ბავშვები არიან. ეკლესიის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე, სადაც უფასო საკვებსა და ნივთებს არიგებდნენ, ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ორგანიზატორებმა ხალხის ნაკადის შეჩერება ვერ მოახერხეს, რასაც ჭყლეტა მოჰყვა.