„პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში მაქსიმალურად ასახავს იმ რეალურ შედეგებს, რომელიც 2021 წლის განმავლობაში განხორციელდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„აღსანიშნავია საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, რომელიც ოპოზიციის ნაწილთან კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად გატარდა და რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ახალი რეგლამენტით მთავრობაზე საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება. დაინიცირებულია რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტზე მუშაობის დაწყება, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე, განათლების კოდექსზე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამომავლო გეგმას ხვალ წარადგენს.