„ქართული ოცნების" წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი ცესკო-ს გადაწყვეტილებას „ცენტრისტების" რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ ის პოლიტიკური კლიპი, რომელიც საზოგადოებამ ნახა, მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ.
„როდესაც საუბარია ოკუპანტი სახელმწიფოს შემოყვანაზე, შენარჩუნებასა და მათი პასპორტების შემოღებაზე, ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის სუვერენიტეტსა და არსებობას უქმნის საფრთხეს. არავითარ შემთხვევაში, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს სივრცე ასეთი მოწოდებებისთვის, ასეთი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელთაც მსგავსი პოლიტიკური პლატფორმები აქვთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ცესკო-ს გადაწყვეტილება", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.