„თბილისში, „ქართული ოცნების" რეიტინგი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ უმეტეს ოლქებში, გამარჯვებას სწორედ „ოცნების" კანიდატები მოიპოვებენ", - აცხადებს სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე.
ტელეკომპანია „მაეტროს" ანალიტიკოს ვალერიან გორგილაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების" მიერ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის წარდგენილი კანდიდატები გამოცდილების მქონე, წარმატებული ადამიანები არიან.
„თბილისში „ქართული ოცნებიდან" გამარჯვების შანსი უკლებლივ ყველა კანდიდატს აქვს, ვინაიდან აქ რეიტინგის მხრივ, ვითარება ბევრად უფრო სახარბიელოა, ვიდრე რეგიონებში. ასევე, უკლებლივ ყველა კანდიდატი არის რაღაც გარკვეული წარმატების, გამოცდილების მქონე. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გამარჯვებულის ფსიქოლოგია გააჩნია პრედენდენტს. ამ თვალსაზრისით, თბილისში, პრობლემებს არ ველი. შეიძლება, გარკვეულ ოლქებში იყოს მეორე ტური, მაგრამ მეორე ტურის საბოლოო შედეგშიც ეჭვი არ მეპარება „ქართული ოცნების" სასარგებლოდ. თბილისში, ვფიქრობ, რომ პრაქტიკულად, 95%-იანი მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს „ოცნებას", - განაცხადა გორგილაძემ.
შეგახსენებთ, რომ 22 ოლქში „ქართულმა ოცნებამ" 15 აგვისტოს, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.