საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პენსიონერები დასაქმდებიან ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ შრომას და ახალგაზრდა ასაკის ადამიანისთვის ნაკლებად მიმზიდველია.
„სანამ რაღაცის კრიტიკას ან შექებას დაიწყებს ვინმე, სანამ ხმალს ვიშიშვლებთ, მეორე ნაბიჯზე მაინც ჩაიხედოს ამა თუ იმ იდეის კონცეფციაში. პენსიონერები დასაქმდებიან ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ შრომას და საშუალოდ ახალგაზრდა ასაკის ადამიანებისთვის ნაკლებად მიმზიდველია. პენსიონერების დასაქმება არის ზოგადად ძალიან პრეცედენტული და მთელ რიგ ქვეყნებში, არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს პენსიონერების დასაქმებას ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ შრომას. პენსიონერებისთვის ეს უბრალოდ შანსის მიცემა კი არ არის, არამედ მათი რესურსის რაციონალური გამოყენების მცდელობაა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ეს არის კამერონის პროგრამა „მეორე ცხოვრება", რომელშიც კონცეპტუალურად არის აღწერილი ეს ყველაფერი", - განაცხაადა დავით სერგეენკომ.