logo_geo
eng_logo
თბილისის საკრებულოს სამ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა
- +

16 აგვისტო. 2016. 17:45


თბილისის საკრებულოს სამ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გიორგი ალიბეგაშვილმა გამოაცხადა.

უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე თბილისის საკრებულოს სამმა დეპუტატმა - ნინო გოგუაძემ, ირაკლი აბუსერიძემ და ბექა ნაცვლიშვილმა - დღეს მიმართა, რადგან „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკრებულოს სამივე წევრი თბილისის მაჟორიტარ დეპუტატებად გუშინ წარადგინა. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად კი რიგგარეშე სხდომის ჩატარება გახდა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ კანონი მათ დეპუტატის მანდატის დათმობას არ ავალდებულებს. ბექა ნაცვლიშვილი და ირაკლი აბუსერიძე კენჭს ისნის რაიონის სხვადასხვა ოლქში იყრიან, ნინო გოგუაძე კი - საბურთალოზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner