logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: როდესაც ლევან გოგიჩაიშვილი სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა, ბერძენიშვილი სააკაშვილის რეჟიმს პარტნიორობდა...
- +

16 აგვისტო. 2016. 22:03


ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „ქართული ოცნების" მიერ, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან გოგიჩაიშვილის წარდგენას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ლევან ბერძენიშვილის განცხადება ამასთან დაკავშირებით, სულ მცირე არაეთიკურია.



„ლევან ბერძენიშვილს პატივს კი ვცემ... მაგრამ... ლევან გოგიჩაიშვილს რომ ბანდიტს უწოდებს, თან როდესაც ლევანი სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა იმ დროს, როდესაც ბერძენიშვილი პარტნიორობდა სააკაშვილის რეჟიმს... ყველაზე მოზომილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია მისი მხრიდან... ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ ლევანს პოლიტპატიმრის სტატუსი მისცა ხელისუფლებამ, რომლის ნაწილი თავადვე იყო და .. ძალიან, ძალიან უხერხული შეიძლება იყოს შეფასება, რომელიც ამ საინტერესო, მაგრამ დროდადრო დაუფიქრებელ ადამიანს - ლევან ბერძენიშვილს უნდა მივცეთ.

 

იმედი მაქვს, რომ ლევან ბერძენიშვილი ბოდიშს მოუხდის საჯაროდ ლევან გოგიჩაიშვილს. ისეთ ადამიანებს, როგორიც ლევანია, უფრო უნდა ვგულშემატკივრობდეთ და გვერდით ვედგეთ, ვიდრე დაუმსახურებლად ვაგინებდეთ.

 

პირადად, მე, ძალიან მიხარია, რომ ლევან გოგიჩაიშვილს მიეცემა საშუალება, მეტი გააკეთოს სამშობლოსათვის საპარლამენტო ტრიბუნიდან, ვგულშემატკივრობ და რეკომენდაციასაც ვუწევ მას."- აღნიშნავს არჩილ გამზარდია.

 

 

„ქართულ ოცნებას" თავში აქვს ავარდნილი, ჰგონიათ რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოდიან, მაგრამ დასასრული მწარე იქნება", - ასე პასუხობს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გია ვოლსკის გუშინდელ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარეზე, რომ ბიუროს სხდომაზე დეპუტატების დაუსწრებლობისგან პოლიტიკური სკანდალის შექმნა ვაჟკაცური საქციელი არ არის. როგორც ბერძენიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ვოლსკის ზედმეტი მოსდის.


"რა შუაშია ვაჟკაცობა? პარტიული ღონისძიების სახელმწიფო ინტერესზე მაღლა დაყენება და ამის შესახებ ინფორმაციის დამალვაა ვაჟკაცური საქციელი? ვაჟკაცობაზე ისეთი ხალხი ლაპარაკობს, რომლებსაც როგორც ჩანს, თავისებური წარმოდგენა აქვს ამ ფენომენზე. არ არის ეს პოლიტიკური ტერმინი და არ არის სასურველი ამ ტონით ვისაუბროთ. უსუფაშვილს დაუყენეს გოგიჩაიშვილი როგორც ჩანს იმ მოტივით, რომ რადგან ბანდიტი და ციხეში ნაჯდომია, კარგი ვაჟკაცი იქნება. რა ლაპარაკია ეს? რა მიდგომებია ვერ გავიგე პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ? საქართველოს პარლამენტს ჰყავს თავმჯდომარე და მას სჭირდება პატივისცემა არამარტო იმიტომ, რომ რომელიმე პარტიის თავმჯდომარეა, არამედ იმიტომ რომ პარლამენტის თავმჯდომარეა. ბიურო გააცდინა და კიდევ აქეთ გვდებენ ბრალს? პირდაპირ სასაცილო ამბავია. თავში აქვთ ავარდნილი, ჰგონიათ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოდიან, მაგრამ მწარე იქნება დასასრული. მახსოვს შევარდნაძემ როგორ უთხრა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს შალვა ნათელაშვილს, რომელსაც ერთმა მოგებამ თავბრუ დაახვია, რომ აღმართებს დაღმართები მოსდევს - ჩემო შალვაო. ვოლსკისაც მინდა ვუთხრა, რომ ჯერჯერობით არანაირი დიდი აღმართი არ აუვლიათ ამ ტონით რომ ილაპარაკონ საქართველოს პარლამენტზე და პარლამენტის თავმჯდომარეზე", - განაცხადა ბერძენიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner