ჯგუფ „არგოს" წევრი შაკო კაცაძე ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. შემთხვევა სამტრედიის გზაზე მოხდა, სადაც მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები ერთმანეთს დაეჯახა. ავარიამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათგან ერთ-ერთი ჯგუფის წევრია.
აღნიშნული ინფორმაცია „არგოს" ოფიაციალურმა გვერდმა გაავრცელა.
„ჯგუფ „არგოს" პირველო ტკივილო, ჩვენო მეგობარო შაკო, თავზარდამცემი არის დღევანდელი დღე ყველა ჩვენგანისთვის, ძნელია იპოვო სიტყვები, რაც ამ ტკივილს გამოხატავს, მუდამ ჩვენს გულში იქნები. ჯგუფი „არგო" სამძიმარს უცხადებს შაკოსთან ერთად დაღუპული ბიჭების ოჯახებს", - ნათქვამია ჯუფი „არგოს" განცხადებაში.