logo_geo
eng_logo
შსს არ ადასტურებს, რომ თურქეთის ამბოხებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი საქართველოში იმყოფება
- +

18 აგვისტო. 2016. 10:53


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროისთვის არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი საქართველოში იმყოფება.


შსს-ში დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ, ასევე, არ აკონკრეტებენ, გადმოკვეთა თუ არა საქართველოს საზღვარი თურქეთის მოქალაქე ადილ ოკსუზმა და მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლებიან.

 

„მოცემული დროისთვის შსს აღნიშნულ ინფორმაციას არ ადსტურებს", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.


შეგახსენებთ, რომ თურქული გამოცემა „Daily Sabah"-ის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი თურქეთის ერთ-ერთი მოქალაქე შესაძლოა, საქართველოში იმალებოდეს. საუბარია თურქეთის მოქალაქე ადილ ოკსუზზე, რომელიც, ხელისუფლების ცნობით, სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე უშუალოდ ფეთჰულა გიულენთან გადიოდა კონსულტაციებს და ამ მიზნით აშშ-შიც იმყოფებოდა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner