გონიოს სანაპიროზე სამხედრო წვრთნების დროს დაკარგული ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დღეს დილით განახლდა. სამძებრო ოპერაციაში თურქული მხარე ჩაერთო. თურქული გემის დახმარებით, რომელსაც სპეციალური აღჭურვილობა აქვს, შეეცდებიან ლოკაციის დადგენას, სადაც სამძებრო-ღონისძიებები უნდა ჩატარდეს.