logo_geo
eng_logo
გურიის გუბერნატორმა ოზურგეთში ანასეულის ხილის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა
- +

18 აგვისტო. 2016. 15:05

გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ბიზნესმენ გოჩა ჩხაიძესთან ერთად, ქალაქ ოზურგეთში ანასეულის ხილის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. აღნიშნული საწარმო არასტანდარტული ხილის გადამუშავებას აწარმოებს,  რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა რეალიზაციას ვერ უკეთებდა. 

 

როგორც ბიზნესმენმა გოჩა ჩხაიძემ აღნიშნა, ხილის გადამმუშავებელი საწარმო არის საქართველოში ერთ-ერთი პირველი თავისი  მასშტაბითა და  უმაღლესი ტექნოლოგიით. ხილის გადამუშავებით ხდება ახალი პროდუქტის, არყის სახელწოდებით „ოტკა“ მიღება,  რომელიც  არის ნატურალური, ბიოლოგიურად სუფთა და არანაირი ქიმიკატებით არ არის გაჟღენთილი. 

 

გუბერნატორმა კომპანიის წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა და მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

 

„ანასეულის ხილის გადამმუშავებელ საწარმოში პროდუქტის მიღება ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსახლეობა  სხვადასხვა სახის ხილს მთელი წლის განმავლობაში  აბარებს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ ფერმერებს ამ კუთხით შეფერხება არ ექნებათ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საწარმოს ამუშავებისთვის სახელმწიფოს თანამონაწილეობითა და ინვესტორის მიერ დაახლოებით 2 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათ აქვთ სურვილი  კიდევ გაფართოების და ჩვენ ამ თემაზე აქტიურად ვიმუშავებთ“, - აღნიშნა გია სალუქვაძემ.

 

 

ანასეულში მდებარე ხილის გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობა 2015 წელს სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელდა. საწარმომ დაფინანსება გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მიიღო.  სრული ინვესტიცია 971 961 აშშ დოლარს შეადგენს, აქედან  საკუთარი წილი არის  97 196 აშშ დოლარი. შეღავათიანი აგროკრედიტი  485 981 აშშ დოლარი და სახელმწიფო  თანადაფინასება/ გრანტი  388 784 აშშ დოლარია. 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner