logo_geo
eng_logo
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
- +

19 აგვისტო. 2016. 12:30



მცხეთის დედათა მონასტერიში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო  საღმრთო ლიტურგია საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.

მცხეთაში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც. გიორგი მარგველაშვილმა მრევლს ფერისცვალება მიულოცა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გილოცავთ ფერიცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს ჩვენ საოცარ მოვლენას ვზეიმობთ, ეს არის დღესასწაული, როდესაც მაცხოვარმა გააერთიანა ძველი და ახალი აღთქმა. ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის წმინდანები ერთად შეკრიბა. ეს არის დღესასწაული, როდესაც მაცხოვარმა გააერთიანა წარსული და მომავალი, როდესაც გააერთიანა ღვთიური და ადამიანური ერთმანეთში და ამავე დროს, ეს არის დღესასწაული დიდი გმირობისკენ მომზადებისა, რადგან სწორედ ამის მერე ეწამა მაცხოვარი და ეწამა ჩვენთვის. გილოცავთ ყველას. ყველანი ყოფილიყავით, აი, ამ ძალის შედეგად მზად დიდი გამარჯვებისთვის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner