„წარმოგიდგენიათ, ამერიკის მოსამართლე რომელიმე ქვეყნის ელჩმა დაიბაროს და ანგარიში მოსთხოვოს, ამას რა მოჰყვება? ჩვენ ბატონის ცვლილებისთვის კი არა, თავისუფლებისთვის ვიბრძოლეთ“, - ამბობს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტი დავით მაღრაძე.
მისი თქმით, აშშ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ორმხრივად არის მოსაფრთხილებელი.
„ამერიკა რჩება საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად, მისი მხარდაჭერის გარეშე უზარმაზარი დილემის წინაშე აღმოვჩნდებოდით... მაგრამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ორმხრივად არის მოსაფრთხილებელი. წარმოგიდგენიათ ამერიკის მოსამართლე რომელიმე ქვეყნის ელჩმა დაიბაროს და ანგარიში მოსთხოვოს, ამას რა მოჰყვება? ჩვენ ბატონის ცვლილებისთვის კი არა, თავისუფლებისთვის ვიბრძოლეთ. ამერიკისთვისაც მნიშვნელოვანი ვართ, რადგან სამხრეთ კავკასიის რეგიონში მას საქართველოს სახით სანდო პარტნიორი ჰყავს“, - აცხადებს დავით მაღრაძე.