logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტის ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელშეწყობით, ქალაქები - თელავი და აფულა დამეგობრდნენ
- +

27 ივლისი. 2022. 09:58

 

 

საქართველოს პარლამენტის  ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელშეწყობით, ქალაქები - თელავი და აფულა დამეგობრდნენ.

 

მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის გივი მიქანაძის ხელშეწყობით, თელავსა და აფულას შორის დაწყებული მოლაპარაკებები ისრაელში შესაბამისი მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა.

 

შეთანხმება ორი ქალაქის მუნიციპალიტეტებს შორის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

 

მემორანდუმს ხელი თელავის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და აფულას მერმა, ავრაჰამ ელკაბეტცმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია და  სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner